კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი „ხულიგანია.“

ამის შესახებ მინისტრმა გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა. წულუკიანის თქმით, საინტერესოა როგორ შეაფასებს მის ქმედებას ევროკავშირი.

„ჩვენ გვაინტერესებს როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ რომ გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“.

აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა, როდესაც მიეჭრა ირაკლი კობახიძეს და მოხდა ის, რაც ვიხილეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ერთმანეთს  დაუპირისპირდნენ. Ad desktop banner Ad mobile banner

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები