LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვლიდან წალენჯიხის სკოლებში პირველკლასელთა კვება უფასო იქნება – რა თანხა გამოიყოფა თითოეულ ბავშვზე

167
ბავშვები სკოლაში

წალენჯიხაში 1-ლი თებერვლიდან პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა იწყება. როგორც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ჩანს, ყველა პირველკლასელი დღის განმავლობაში 4-ლარიან დახმარებას მიიღებს. პროგრამა წელიწადში 180-დღიან სასწავლო პერიოდზეა გათვლილი.

„პროგრამის მიხედვით, პირველკლასელებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები და მის გამოყენებას შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში. ბარათით სარგებლობა გარკვეულწილად შეზღუდულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლებელია ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან თანხის გამოტანა და ასევე ბარათის გამოყენება ონლაინ გადახდებისთვის. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ მიმართავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით, ბარათის აღდგენის თაობაზე“, – აღნიშნულია წალენჯიხის საკრებულოს დადგენილებაში.

პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის დაფინანსება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება. პროგრამით სარგებლობა შეწყდება სასწავლო წლის დასრულების და მოსწავლის სხვა მუნიციპალიტეტის სკოლაში გადასვლის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები