LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელ ავივის შემდეგ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ლოდზე, სადაც გვიან ღამით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

63
medium-2021-05-11-5314f7549f

ისრაელის მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ლოდზეც განხორციელდა. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით, ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქის მერის მოთხოვნით, ლოდში საჯარისო დანაყოფები შევიდნენ.

ცნობისთვის, გასული ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი.

საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g