LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეჟურნალისტ ნინო შუბლაძის და გარდაიცვალა

31291
ninoshubladze20

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის და, სოფო კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფოს ვირუსი მეორედ შეხვდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გართულდა…

ტელეჟურნალისტს უსამძიმრებენ მეგობრები და კოლეგები.

ერთ-ერთი, ვინც სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, გიორგი კალატოზიშვილი გახლავთ:

„სოფო შუბლაძე აღარ ჰყავს ოჯახს, სამეგობროს, ქვეყანას… უმაგრესი და უნიჭიერესი ადამიანი, ენერგიით, ნიჭით და სიცოცხლით სავსე ადამიანი. ვერ ვიჯერებთ, აი, წარმოუდგენელი გეჩვენება ასეთი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლა. ვუსამძიმრებ ყველა მის საყვარელ ადამიანს!“

სალომე მახარაძე:

„გაფრინდა სოფუნა❤️Sopo Shubladze უსაზღვროდ, უკიდეგანოდ პოზიტიური… დავპირდი და ვერ მოუყევი ჩემი “ჩრიტინა” ამბები :(((((((  ნინო შუბლაძე, გამძლეობა, უნდა იპოვო ძალა ანოსთვის, მშობლებისთვის…“

თეონა ბაღდავაძე:

„სოფო შუბლაძე… სიტყვები არ მყოფნის…“

ნანუკა ჟორჟოლიანი:

დაუჯერებელია! ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს სიცოცხლე როგორც სოფოს უყვარდა. და ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, როგორც თქვენ გიყვარდათ!
Nino Shubladze ღმერთს ვთხოვ მოგცეს ძალა, ამ ჯოჯოხეთს გაუძლო! ❤️

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს სოფო შუბლაძის გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს მისი ოჯახის წევრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები