LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეფონის დატენვა მალე მილიონობით მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გახდება – ყველა ტელეფონი ერთნაირი დასატენი პორტით გაიყიდება

204
iPhone-charger-feat

მობილური ტელეფონის დატენვა მალე მილიონობით ევროპელი მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გახდება – საქმე ისაა, რომ ევროკავშირში 2024 წლიდან ყველა ტელეფონი ერთნაირი დასატენი პორტით გაიყიდება.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის კანონმდებლები შეთანხმდნენ რომ ყველა ტელეფონს, პლანშეტსა და კამერას ერთნაირი დასატენი პორტი უნდა ჰქონდეს.

ცვლილებას დიდი გავლენა ექნება Apple-ზე, რადგან 2024 წლიდან მობილური ტელეფონების გაყიდვა მხოლოდ USB-C ტიპის დასატენი პორტით იქნება დაშვებული, შესაბამისად ამერიკულ კომპანიას კონექტორის შეცვლა მოუწევს. Apple აღნიშნულ ცვლილებას, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები