LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტელევიზიით მივადევნებთ თვალყურს” – მინისტრები, რომლებიც სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან

166
45455

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებს სხვა ბევრ კითხვათან ერთად ჰკითხეს, დაესწრებოდნენ თუ არა სააღდგომო ლიტურგიას ოჯახის წევრებთან ერთად.

ეკონომიკის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა განაცხადეს, რომ წელს ისინი ოჯახის წევრებთან ერთად ლიტურიგიას ტელევიზორიდან მიადევნებენ თვალყურს.

„წინა წლებისგან განსხვავებით, მე და ჩემი ოჯახის წევრები ტელევიზიით მივადევნებთ თვალყურს სააღდგომო ლიტურგიას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„წელს ვერც მე და ვერც ჩემი ოჯახის წევრები ვერ დავესწრებით ლიტურგიას“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

„ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით ტელევიზორიდან“, –  განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

„მე და ჩემი ოჯახი სააღდგომო ლიტურგიაზე არ მივდივართ. ჩვენ პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ დღეს ყველა რეგულაცია მკაცრად და ზედმიწევნით, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ.

მეორე ნაწილი არის ის, რომ კომენდანტის საათის პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00-დან დილის 06:00 საათამდე არ არის ნებადართული.

არ არის ნებადართული, ასევე, სამ ადამიანზე მეტის შეკრება, შესაბამისად, ამ ორი პირობის მიხედვით, კომენდანტის საათი, რა თქმა უნდა, დაირღვევა, თუკი ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, ეს იქნება ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო ვითარების გამო ტაძრის წინამძღვრებს 3 რეკომენდაცია ეძლევათ. პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

ხვალიდან ეკლესიები 20:00 საათზე დაიკეტება, ლოცვები 16:00 საათზე დაიწყება – პატრიარქის რეკომენდაცია

 

magti 5g