LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ეკლესიები 20:00 საათზე დაიკეტება, ლოცვები 16:00 საათზე დაიწყება – პატრიარქის რეკომენდაცია

675
79114220-998688490501509-8135205419162271744-o

საქართველოს პატრიარქი ეკლესიის წინამძღვრებს რეკომენდაციებს აძლევს.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს განკარგულებას აქვეყნებს. დეკანოზის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა. ამის შესახებ ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ პატრიარქის კურთხევაა, ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს 20:00 საათისთვის.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ “კომენდანტის საათის” გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.
შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g