LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ მიქელაძე „ტიკ-ტოკს“ საფრთხედ მიიჩნევს: „ბავშვის მართვა მავნე თამაშებით მარტივად შეიძლება…“

817
temumiqeladze345

ტელეკომპანია „იმედი“ საუბრობს „ტიკ-ტოკის“ საშიში გამოწვევის შესახებ, რომელსაც „მახრჩობელა თამაში“ ეწოდება… „იმედის დღის“ ეთერში ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ საფრთხეების შესახებ ამბობს:

„ეს შეეხება არა მარტო „ტიკ-ტოკს“, – ნებისმიერი გამაღიზიანებელი თამაში იქნება ეს, თუ სხვადასხვა ელექტრონული აქტივობა, ბავშვისთვის არის დამაზიანებელი, განსაკუთრებით, თინეიჯერულ ასაკში. ყველა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მშობლების ჩართულობა. არანაირი დაავადება, არანაირი კორონავირუსული პანდემია, არანაირი სხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციური დაავადებები, ბავშვს ისეთ ზიანს არ მოუტანს, როგორც ეს… ყოველთვის ვთვლი, რომ ბავშვისთვის ყველაზე კარგი ფსიქოლოგები არიან დედა და მამა. თუ ისინი, ასევე ბებიები იქნებიან ჩართულები, თუ სწორედ ამ გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში არ მოვდუნდებით, ჩვენ შეიძლება, ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ ამ სავალალო შედეგებისგან, სწორედ ამ აგრესიული თამაშებისგან, რომელთაგან ზოგიერთს ფატალურ შემთხვევებამდეც კი მივყავართ. ნერვული სისტემა, როგორც მოგეხსენებათ, ლაბილურია, ამიტომ ბავშვის მართვა ამ მავნე თამაშებით, მავნე გამოწვევებით, მარტივად შეიძლება. თუ ასეთი საფრთხეა, მაშინ სპეციალურმა სამსახურებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ აკრძალონ  „ტიკ-ტოკი“ და მსგავსი თამაშები ქვეყნის ტერიტორიაზე. მე როგორც ვიცი, რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები