LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: რუსულ აგრესიათან დაკავშირებით, 19 მაისს, ნატო-ს 30 წევრ ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილი იქნება შვედეთი, ფინეთი და უკრაინა, საქართველო ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი არ არის

77
untitled-1

“14 მაისს, ბერლინში იმართება ნატო-ს არაფორმალური საგარეო მინისტერიალი, ასევე 19 მაისს, რუსულ აგრესიათან დაკავშირებით ნატო-ს 30 წევრ ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილი იქნება შვედეთი, ფინეთი და უკრაინა და ამ ვითარებაში საქართველო ამ შეხვედრაზე არ არის წარმოდგენილი,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, საგარეო პოლიტიკის და ეროვნული ინტერესების კუთხით საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს.

“საქართველოს რომ პროაქტიული საგარეო პოლიტიკა არ აქვს, ეს დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ის რომ დღეს საქართველო ჩრდილშია და თავი აქვს მიწის ქვეშ დამალული, ეს არის უბედურება, რაც დღეს გვაქვს.

14 მაისს, ბერლინში იმართება ნატო-ს არაფორმალური საგარეო მინისტერიალი, ასევე 19 მაისს, რუსულ აგრესიათან დაკავშირებით ნატო-ს 30 წევრ ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილი იქნება შვედეთი, ფინეთი და უკრაინა და ამ ვითარებაში საქართველო ამ შეხვედრაზე არ არის წარმოდგენილი, ეს არის ნატო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია.

იმ დროს, როცა საქართველოს აქვს დეკლარირებული ნატო-ში გაწევრიანების კურსი კონსტიტუციურად, ვართ ასპირატი ქვეყანა უკრაინასთან ერთად და ვართ იმ ჯგუფში, სადაც ფინეთი და შვედეთი აქამდე იყო, ამ ვითარებაში როცა საქართველო არ არის ბერლინში წარმოდგენილი ნატო-ს წევრებთან ერთად, ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკის და ეროვნული ინტერესების კუთხით საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს.

ამ ვითარებაში, როცა შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება საქართველოსთვის და ქვეყანა უნდა იყოს ყველაზე აქტიური პარტნიორებთან ერთად იმ გეოპოლიტიკური პრობლემის დასაძლევად, რასაც რუსეთის აგრესია ჰქვია, ჩვენ ვართ ჩუმად და ეს არ არის დღის წესრიგში, ერთადერთი დღის წესრიგი არის ბიძინა ივანიშვილის ფინანსები, “ქართული ოცნების” მიერ ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის ბედი და მომავალი,”- განაცხადა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, გერმანიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების 3-დღიანი სამიტი მიმდინარეობს, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მიმდინარე ომი და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. G7-ის გარდა, შეხვედრაზე მიიწვიეს უკრაინისა და მოლდოვის საგარეო მინისტრებიც, საქართველო 3-დღიან სამიტზე წარმოდგენილი არაა. კომენტარისთვის „ფორტუნა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პრესსამსახურის განცხადებით, უწყება მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

მოგვიანებით, საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ.

„ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები