LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვლავ ვფიქრობ, რომ უნდა გადადგეთ, მაგრამ რადგან დარჩენის გადაწყვეტილებაა მიღებული, იყოს ასე – მოგიწოდებთ, შევძლოთ, ელემენტარული მსჯელობა თავდაცვის საკითხებზე“ – თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიას 

116
Untitled design (5)

„მე, რა თქმა უნდა, კვლავ ვარ იმ აზრზე, რომ თქვენი თანამდებობის შესაფერისი არ არის ეს ადგილი და უნდა გადადგეთ, მაგრამ რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდში, იყოს ასე, – მოგიწოდებთ, შევძლოთ ელემენტარული მსჯელობა თავდაცვის საკითხებზე,“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიასგან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, პირველად ესწრება.

„მე არ ვყოფილვარ თავდაცვის კომიტეტზე იმის შემდეგ, რაც მოხდა პარლამენტში.

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

„ვფიქრობ, რომ ასეთი მძიმე პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. მთავარი საკითხი, რაზედაც თქვენ საუბრობდით იყო ის, რომ მე არ მეხსენებინა თქვენი და თქვენი კომიტეტის სახელი. მე ვარ ამ კომიტეტის წევრი, ეს არ არის არც ირაკლი ბერაიას, არც „ქართული ოცნების“ და არც რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატის კომიტეტი. ეს არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. ამ კომიტეტში ჩვენ უნდა შევძლოთ და ვიმუშაოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობ პარლამენტში.

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას იმისთვის, რომ, მიუხედავად პროტესტისა, ვართ პარლამენტში წარმოდგენილები, ამასთან დაკავშირებით, იყო ინიციატივა.

ელისაშვილი ბერაიას: „კაცი არ ხარ? ეს სიტყვები პირიდან როგორ ამოგივიდა.. ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები, ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო“

თეონა აქუბარდია: „თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!“

თქვენ არ დატოვეთ თქვენი თანამდებობა და არ გადადექით, ვფიქრობ, რომ ეს სწორი იქნებოდა. კვლავაც ხართ თანამდებობის არა შესაფერის სავარძელში, რაც ვფიქრობ, რომ არც თუ ისე სწორია.

კობახიძე: „თქვენ გახსოვთ თეონა აქუბარდიასგან ბოდიში რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა“

კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რომ თავდაცვის კომიტეტიდან არ გავიდა, იმიტომ, რომ თავდაცვის საკითხები არის უფრო მაღლა მდგომი, ვიდრე ნებისმიერი პირადი შეურაცხყოფა თუ მოწონება არ მოწონების საკითხი.

ვაპირებ მუშაობას თავდაცვის კომიტეტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა, კომიტეტში ისე მუშაობას ისე შევძლებთ, არაფერს ხელი არ შეეშლება. და როცა საუბარი გვაქვს 9 რეკომენდაციის შესრულებაზე, მათ შორის ერთ-ერთი არის თავდაცვის კომიტეტის, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა, თქვენ შეძლებთ გადააბიჯოთ საკუთარ ბრაზს, წყენას თუ სხვა ბევრ რამეს და ოპოზიციას არ გაწევთ საკომიტეტო საქმიანობიდან, როგორც ეს იყო საზედამხედველო ვიზიტებთან დაკავშირებით და ასევე საპარლამენტო დიპლომატიიდან.

თქვენ ზაფხულის შემდეგ დადიხართ მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ შემადგენლობით ვიზიტებში ისე, რომ ოპოზიციიდან არცერთი დეპუტატი არ დაგყავთ. მოგიწოდებთ, რომ რადგან რჩებით ამ სავარძელში და ამ ტვირთს იღებთ, მოიქცეთ ისე, როგორც ეს თქვენს თანამდებობას შეეფერება და შევძლოთ ელემენტარული მსჯელობა თავდაცვის საკითხებზე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს აზრებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა“, – მიმართა თეონა აქუბარდიამ ირაკლი ბერაიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები