LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიანეთში მამაკაცი მოკლეს

65
პოლიცია

თიანეთში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია და თიანეთში მწყემსად მუშაობდა. სავარაუდო დამნაშავეც სოფელ ქვემო ალვანიდან არის.

ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევამდე მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა თანასოფლელს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები