LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტილდა სუინტონი, კეიტ ბლანშეტი, ლუდივინ სანიე… ვენეციის კინოფესტივალის პირველი სტუმრები პირბადეებით

307
vencfstvlstp

დღეს საღამოს ვენეციაში 77-ე კინოფესტივალი გაიხსნება. ზოგიერთი სტუმარი იტალიას უკვე ეწვია, ფოტოგრაფებმა კი მათი გადაღება მოასწრეს. როგორც ცნობილი გახდა, უკვე ვენეციაში იმყოფებიან ტილდა სუინტონი, ტეილორ ჰილი, მეტ დილონი, ლუდივინ სანიე  და ქეით ბლანშეტი, რომელიც წელს ჟიურის თავმჯდომარე იქნება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ვენეციაში ობიექტივმა დააფიქსირა ტილდა სუინტონი იყო. შოტლანდიელ მსახიობს წლევანდელ კინოფესტივალზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო „ოქროს ლომს“ გადასცემენ. იგი ფოტოგრაფების წინაშე „შანელის“ ყავისფერ ტანისამოსში გამოწყობილი წარსდგა და ახლახანს ტრაგიკულად გარდაცვლილი მსახიობის, ჩედვიკ ბოუსმენის პატივსაცემად „შავი პანტერას“ ცნობილი ჟესტით მიესალმა შეკრებილ საზოგადოებას.

წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე, ქეით ბლანშეტი მუქი ლურჯი ფერის კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც თეთრი ზოლები დაჰყვებოდა. ბლანშეტს „ვალენტინოს“ ჩანთა ეჭირა, პირბადის როლს კი შავი ფერის ცხვირსახოცი ასრულებდა.

პანდემიის ფონზე კინოფესტივალის გრაფიკსა და მსვლელობაში არაერთი ცვლილება შეიტანეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საგრძნობლად შემცირდა აკრედიტებულ ჟურნალისტთა და ფოტოგრაფთა, ასევე კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა რაოდენობა. ფილმების ყურება ღია სივრცეებში განთავსებული ადგილებიდანაც იქნება შესაძლებელი, თუმცა მაყურებელთა უმეტესობას ფესტივალისათვის თვალის დევნება ძირითადად მაინც ტრანსლაციების საშუალებით მოუწევს.