LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა კანდელაკმა დაბადების დღე თბილისში გადაიხადა (ექსკლუზიური ფოტოები)

3246
tina-kandelaki-birthday

ტელეწამყვანი თინა კანდელაკი საქართველოში იმყოფებოდა. მან დაბადების დღე თბილისში აღნიშნა. თინა საქართველოში ოჯახთან ერთად სამი დღით ჩამოვიდა, საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ.

მას მისმა ბავშვობის მეგობარმა, თემო დოლიძემ უმასპინძლა, ხოლო ვოიაჟის განმავლობაში ყველა გასართობ ღონისძიებას ორგანიზება, დაბადების დღის ჩათვლით, ივენთმენეჯერმა თაკო დოლაბერიძემ გაუწია.

თაკომ დეტალები „ფორტუნას“ მოუყვა.

„თინა დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილა. როგორც ჩანს, ძალიან მონატრებული აქვს ყველაფერი. გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოფრენილიყო. ისინი კერძო თვითმფრინავით ჩამოვიდნენ. თინას აქ ბავშვობის მეგობარი, თემო დოლიძე მასპინძლობდა, მე კი ორგანიზატორი გახლდით. ჯერ მცხეთაში წავიყვანეთ, დავათვალიერეთ, იქ მდებარე რესტორან „მარანში“ ხინკლის გაკეთებისა და ყველის ამოყვანის მასტერკლასებს დაესწრნენ. 9 ნოემბერს დაბადების დღე თბილისში მდებარე „მარანში“ გადახადეს. ეს რესტორანი მე შევარჩიე, რადგან თბილისის ხედები უნდოდათ. თინა ოჯახის წევრებთან ერთად „სტამბაში“ ცხოვრობდა.

დაბადების დღე ვიწრო წრეში აღნიშნა. როგორც გავიგე,  ამ თარიღის აღნიშვნა გრადნიოზულად არ უყვარს. დაბადების დღის სუფრას თავად უძღვებოდა და ბევრი რამ გაიხსენა.

მუსიკალურად საღამოს „ქართული კვარტეტი“ და სალომე და ლიკა დოლიძის ბენდი აფორმებდნენ. ეს ბენდი პირველად მოვისმინე და აღფრთოვანებული დავრჩი.

დაბადების დღის გაფორმება ფლორისტსა და დიზაინერს, ნატალია ჭყონიას ეკუთვნის, რომელთანაც ხშირად ვმუშაობ.

თინას ქმრის სურვილით, საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები