LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა კუნაკი გვაჩვენებს, როგორი უნდა იყოს სეზონის ტრენდული პალტო

543
tinakunaki

,,პარიზის მოდის კვირეულის” ფარგლებში „იზაბელ მარანტის“ მოდის სახლის ჩვენება გაიმართა. ცნობილი ბრენდის მოდის სახლის კოლექცია წამყვანმა მოდელებმა წარადგინეს. მათი ნაწილი პოდიუმზე გამოდიოდა, ნაწილიც, მაყურებლის ლოჟიდან ადევნებდა თვალს ჩვენებას.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო 24 წლის მოდელი თინა კუნაკიც. ის ჩვენებას ძმასთან ერთად დაესწრო. მოდელმა პრაქტიკულად გვაჩვენა, როგორი იქნება მიმდინარე სეზონის ყველაზე ტრენდული პალტო. თინა კუნაკი  ბრწყინავდა მწვანე ფერის კუბოკრულ პალტოში, რომელიც შავი ფერის მასიური ქამრით იყო გაფორმებული.

ფოტო: ვენსან კასელისა და თინა კუნაკის რომანტიკული შვებულება რიოს სანაპიროზე

მამაკაცი, რომლის მკლავებშიც თინა კუნაკი ვიხილეთ, გეი აღმოჩნდა – ერთით ნული კასელის სასარგებლოდ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები