LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითქმის ყოველდღე გვიკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც ერთმანეთზე მძიმე ისტორიას გვიყვება: ლომჯარია

49
1

“თითქმის ყოველდღიურად, სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას გვიყვება და ეს ისტორიები ყოველდღიურად მძიმდება,” – აცხადებს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშრებით საუბრის დროს და ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, დღეს მთავარია, საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანად და დროულად გამოავლინონ და გამოიძიონ საქმეები.

ნინოწმინდის პანსიონის დახურვა არ იგეგმება – საპატრიარქოს იურისტი

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ იმ ყოფილ ბენეფიციარებზე, არასრულწლოვნებზე, ასევე სრულწლოვან პირებზე, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს, ზეწოლა ხორციელდება:

“დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმის პარალელურად, რაც ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთ, არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან მომდინარეობს.” – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, იყოს მოწოდების სიმაღლეზე და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყველამ ერთად მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ბავშვებს, რომლებიც უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან:

“მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად არასამთავრობო სექტორმა ამ საკითხთან და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიციური როლი შეასრულა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ისინი წარმოაგდენენ უკანასკნელ იმედს. ამიტომ ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

პრობლემები არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას და ეს ისტორიები ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანად და დროულად გამოავლინონ და გამოიძიონ საქმეები. ჩვენ ყველამ ერთად მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ამ ბავშვებს, რომლებიც უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს გარედან, ვიღებთ ინფორმაციებს ზრუნვის სააგენტოდან, თუმცა თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ იქ პროცესი ბრკოლდება და ჩვენ ვერ დავინახავთ რეალურად წინ გადადგმულ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით ჩავერიოთ.” – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რას ამობობენ ცალკეული სასულიერო პირები, პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და ამ ვითარებაზე გადაწყვეტილება სწორედ მათ უნდა მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g