LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითქოს რაღაც ჯოჯოხეთურ რეალით შოუში ვარ“ – მეთაურის წერილი „აზოვსტალიდან“ და პასუხი 3 კითხვაზე

492
ვოლინნნა

უკრაინის არმიის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ აზოვსტალის ქარხნიდან Facebook-ის პირად გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის სამ კითხვას სცემს პასუხს:

„რას ვგრძნობ?

თითქოს რაღაც ჯოჯოხეთურ რეალით შოუში ვარ, სადაც ჩვენ, სამხედროები ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ ნებისმიერ შანსს გადარჩენისთვის, მთელი მსოფლიო კი უბრალოდ საინტერესო სიუჟეტს უყურებს! ასეთ სცენარებს ფილმებსა და სერიალებში იყენებენ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ფილმი არ არის, ჩვენ კი გამოგონილი პერსონაჟები არ ვართ! ეს რეალური ცხოვრებაა! ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წვალება, ცრემლები, შიში, სიკვდილი – ყველაფერი სინამდვილეა!

რა მაკვირვებს?

ცინიზმი!!! ადამიანურ ცინიზმს საზღვარი არ აქვს!!! არსებობს საზოგადოდ მიღებული წესები, ისინი ყველასთვის ერთია, დამოწმებულია უამრავი კანონით, ხელმოწერითა და ბეჭდით, თუმცა ისინი არ მოქმედებენ! მაშინ რა საჭიროა ისინი?

რისი იმედი მაქვს?

გასაკვირია! იმისი, რომ უმაღლესი ძალები ჩვენი გადარჩენისთვის გამოსავალს იპოვიან! და ეს ჯოჯოხეთური რეალითი შოუ დასრულდება…

უმაღლესო ძალებო, ველით თქვენი ქმედების რეზულტატს… დრო მიდის, დრო კი ჩვენი სიცოცხლეა!

საზღვაო ქვეითები – მუდამ ერთგულნი იქნებიან! დიდება უკრაინას!

P.S. თეთრი დროშები, მოქალაქეთა ევაკუაციისთვის, უკვე ოთხჯერ იქნა გამოყენებული ხალხის თითოეული ევაკუაციის დროს. ბოლო ევაკუაციის საფასური – სამი მოკლული და ექვსი დაჭრილი სამხედრო. მარიუპოლის გარნიზონმა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად გააკეთა ყველაფერი. ვთხოვთ ყველას, სამხედროების ევაკუაციისთვის მაქსიმუმი ძალისხმევა გამოიჩინონ“, – წერს ვოლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები