LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში დიდი რაოდენობით თანხა იგზავნება

106
shutterstock-523778230

2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149.8 მლნ აშშ დოლარი (444.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.9%-ით (18.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.3% მოდიოდა.

ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა გადმოირიცხა, ასეთია: რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი.

2019 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მლნ აშშ დოლარი (60.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის სექტემბრის (19.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.5%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები