LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოქსიკური 2 კვირა გველოდება: გახარია ცხოვრების დონის გასათანაბრებლად 20 მილიარდს დახარჯავს

224
giorgi gakharia (1)

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ საქართველოს ტოქსიკური ორი კვირა ელოდება.

გახარია ელოდება, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პოლიტიკოსები ყველაფერს იკადრებენ.

ამის შესახებ პრემიერმა გურიაში „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.

„მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს“, – განაცხადა გახარიამ.  

პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა, ახლა ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშეა და მოსახლეობა წესების დაცვით უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ერთმანეთის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს.

გიორგი გახარიამ ასევე განცხადა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ცხოვრების დონე ერთმანეთთან მაქსიმალურად დაახლოებული იყოს.

მთავრობის მეთაურმა გამოწვევებზეც ისაუბრა და მათ შორის უმუშევრობა და ინფრასტრუქტურა დაასახელა.

ინფრასტრუქტურულ პროექტებში მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ფული მოხმარდება, პირველ რიგში, წყალმომარაგებას. გზების შემდეგ, დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის წყალი, როგორც სასმელი, ასევე საირიგაციო და სარწყავი. ამის გარდა, რა თქმა უნდა, გაზიფიცირება, სკოლებისა და საბავშვო ბაღების წესრიგში მოყვანა და მაგისტრალური და შიდასასოფლო გზები. ეს ყველაფერი გვაძლეს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ნორმალური ცხოვრების სტანდარტები დააკმაყოფილოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლოს პრემიერმა გურულებს  31 ოქტომბერს სამართლიან ბრძოლაში გამარჯვება უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g