LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე მამალაძე: ვნახავთ, წავა თუ არა პრეზიდენტი ეკლესიის წინააღმდეგ

177
mamaladze-gimili

დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ძმის შეწყალების საკითხზე საუბრობს. ის იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სინოდის გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს.

“არ მაქვს სურვილი, სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო”-დეკანოზი გიორგი მამალაძე

თორნიკე მამალაძე ასევე აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ პირველად მოხდა, როცა წმინდა სინოდმა მსჯავრდებულთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

„წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ასეთი პრეცედენტი ისტორიაში პირველად მოხდა, როცა წმინდა სინოდი ამა თუ იმ მსჯავრდებულის საქმესთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ პრეზიდენტს მიმართავს. ახლა შობის დღესასწაული მოდის, რომელიც უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია, ეკლესიამ შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტს და დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს, თან იმ ფონზე, როცა ჩემი ძმა არის პარალიზებული და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ჩემი ძმის გათავისუფლება და ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდება ეს კოშმარი. მე პოზიტიური მოლოდინი მაქვს გამომდინარე იქედან, რომ ოჯახის წევრი ვარ და მინდა, რომ გათავისუფლდეს, მაგრამ ვნახოთ, გამართლდება თუ არა ეს პროგნოზი“, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

 

შეგახსენებტ, რომ დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები