თორნიკე ყიფიანმა „ევროვიზიისთვის“ სიმღერა თავად დაწერა, ტექსტიც და მელოდიაც. სიმღერის ტექსტმა, თორნიკეს ვოკალურ მონაცემებთან ერთად არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელის დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.
კლიპი შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და ძირითადად, ხმის ჩამწერ სტუდიაშია გადაღებული.
„ევროვიზიის“ უცხოელი ბლოგერები მიიჩნევენ, რომ ტექსტით თორნიკე ყიფიანი ფრანგ, ესპანელ, ინგლისელ მსმენელზეა მიმართული. „ინგლისელებო, ესპანელებო, იტალიელებო მოდით, ყველამ თორნიკეს მივცეთ ხმა“, აღნიშნავს „იუთუბზე“ ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.