LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენც შეგიძლიათ სცადოთ იმის გაკეთება, რაც გეგონათ, რომ არ გამოგდიოდათ“ – შერონ სტოუნი თვითიზოლაციაში მხატვრობით დაკავდა

233
6789

მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, თვითიზოლაციაში ბევრმა ადამიანმა, ჩაკეტილ სივრცეში, საკუთარ თავში უამრავი ნიჭი და ახლის სწავლის სურვილი აღმოაჩინა.მათ შორისაა მსახიობი შერონ სტოინი, რომელმაც „ინსტაგრამის“ საშუალებით საზოგადოებას თავისი ახალი საქმიანობა გააცნო. როგორც აღმოჩნდა, 62 წლის შერონმა მხატვრობას მიჰყო ხელი და პირველი ნამუშევარი გაგვიზიარა.

„მე ჩემი ნახატი დავასრულე და საოცრად კმაყოფილი ვარ, მინდა გითხრათ, რომ თქვენც შეგიძლიათ სცადოთ იმის გაკეთება, რაც გეგონათ რომ არ გამოგდიოდათ“ – წერს მსახიობი.

https://www.instagram.com/p/B-Jd8LTpnNa/?utm_source=ig_embed

სხვათა შორის, თავისი ნამუშევრები თვითიზოლაციის მე-10 დღეს, ლეგენდარულმა მსახიობმა, 82 წლის ენტონი ჰოპკინსმაც გაგვიზიარა. მან ვიდეო „ფეისბუკის“ საშუალებით გაავრცელა და საზოგადოების აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

https://www.facebook.com/radiofortunaplus/videos/1944339255711042

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები