LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ 48 საათში შეზღუდვები არ მოიხსნება, აქტივისტები სახელმწიფო შენობების პიკეტირებას გეგმავენ

124
BeFunky-collage (7)

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა დააანონსა, რომ დღეს, საღამოს 9 საათიდან, რუსთაველის გამირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება.

ამასთან, გიდი ალექსანდრე პაიკიძე აცხადებს, რომ თუ დაწესებული რეგულაციები არ მოიხსნება ძირითადი სახელმწიფო უწყებების პიკეტირება დაიწყება.

„რეგულაციების მოხსნაზე არის საუბარი, რომ არ შევყვეთ, ბევრი პუნქტია, ვაერთიანებთ ამ ყველაფერს ერთ ფრაზაში. დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრების რიტმს, სადაც ადამიანები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას იმ შიშებიდან გამომდინარე, რაც ვიღაცას აწუხებს. 48 საათი არის ხელისუფლებისთვის მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება პიკეტირება ძირითადი სახელმწიფო უწყებების, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას – ეს გახლავთ პარლამენტი, კანცელარია, და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ლუგარის ლაბორატორია“. – განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g