LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება: ჯო ბაიდენი

79
ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრისას უთხრა, რომ „თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება“.

ბაიდენის თქმით, შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

ვფიქრობ, ალექსეი ნავალნის სურდა, რომ დაეკავებინათ: ვლადიმერ პუტინი

„მე ვუთხარი პუტინს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება. ეს ადრეც ვთქვი. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც პუტინი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ნავალნის არ ეხება და ცდილობს, რაციონალური გახადოს ოპოზიციონერის მიმართ მოპყრობა და შემდეგ ნავალნი მოკვდება. მე ვუთხარი, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

მე მკითხეს, რატომ არის მნიშვნელოვანი გვქონდეს პრობლემები სირიის პრეზიდენტთან. მე ვუპასუხე: „რადგან ის არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ის არღვევს ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის შეთანხმებას. მას ვერ ენდობი. საქმე ეხება ნდობას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები