LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, ალექსეი ნავალნის სურდა, რომ დაეკავებინათ: ვლადიმერ პუტინი

79
Capture.JPG212112313

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის დაკავებას, ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოეხმაურა და თქვა, რომ „ნავალნის სურდა, რომ ის დაეკავებინათ და განზრახ დააკავებინა თავი“.

„ვფიქრობ, ნავალნის სურდა, რომ ის დაეკავებინათ. ამ ადამიანმა იცოდა, რომ არღვევდა რუსეთში მოქმედ კანონს. ის ვალდებული იყო, აღრიცხულიყო, როგორც პირობითი მსჯავრის მქონე ორჯერ გასამართლებული პირი. კანონის ამ მოთხოვნის გამიზნულად იგნორირებით, ეს ბატონი საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამკურნალოდ. სამართალდამცავი ორგანოები მის რეგისტრაციას არ მოითხოვდნენ. როგორც კი მან დატოვა საავადმყოფო და ვიდეოები განათავსა ინტერნეტში, ასეთი მოთხოვნა წარმოიშვა. ის არ გამოცხადდა, დააიგნორა კანონის მოთხოვნა. მასზე გამოაცხადეს ძებნა. ეს მან იცოდა. ჩამოვიდა. ვფიქრობ, მას გამიზნულად სურდა, რომ დაეკავებინათ. მან გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სურდა“, – განაცხადა პუტინმა.

ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან: ვლადიმერ პუტინი

ბაიდენისა და პუტინის პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამიტი გაფართოებულ ფორმატში გრძელდება