LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება: ნინო წილოსანი

264
5d99921b2141f

„ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“, – ამის შესახებ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

გადაცემის „დროება“ მიერ დასმულ შეკითხვას – ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, „ქართული ოცნების“ წევრებს პუტინის მისამართით გამოეყენებინოთ შეურაცხმყოფელი ეპითეტები: „ვიგინდარა, სამარცხვინო“ და ა.შ.

„მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შურაცხყოფას, ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ ნამდვილად ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“, – თქვა ნინო წილოსანმა.

ჟურნალისტის დამაზუტებელ შეკითვაზე: „პუტინის მხრიდან არ გახსენდებათ?“ წილოსანი პასუხობს: „ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი, მაგას ვამბობ“.

გადაცემის სრული ვერსია ეთერში 8 მაისს, საღამოს გავა ეთერში.

“მოჭერით და დადეთ თუ სადმე ასეთი საოცრება ვთქვი” – ნინო წილოსანი განმარტებას აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები