LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოჭერით და დადეთ თუ სადმე ასეთი საოცრება ვთქვი” – ნინო წილოსანი განმარტებას აკეთებს

956
WILOSANI

“ქართული ოცნების” დეპუტატი მანიპულაციას უწოდებს გავრცელებული განცხადების ფორმულირებას და განმარტებას აკეთებს.

“ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინისგან” – ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი მაგ თქვენს უწყვეტ კადრში!

მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი!

პირიქით!!! კითხვაზე პასუხად დაგიზუსტეთ, ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი და ოკუპანტი რომ პუტინია, ეგეც უნდა დამეზუსტებინა ეს ამორალურობა რომ არ გეკადრებინათ?”, – წერს ნინო წილოსანი ფეისბუქში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის განცხადებით, მას რუსული ოკუპაციის შემდეგ არ ახსენდება “იმაზე დიდი შეურაცხყოფა”, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებია.

თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება: ნინო წილოსანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g