დაურეკეთ ხოლმე ნიკა გვარამიას და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ.” – ამ რიტორიკული კითხვით მიმართა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის ახალ წევრ ალეკო ელისაშვილს.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ “მოქალაქეების” ლიდერმა აჩვენა დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, თუ როგორ უნდა იურთიერთოს ხალხთან და მას საკონტაქტოდ საკუთარი ნომრის ჩაწერაც სთხოვა, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ეს არა მისი, არამედ ნიკა გვარამიას საკონტაქტო ნომერია:
“პირველ რიგში, მინდა, შემომატებულ დეპუტატებს მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება.
ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა, ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 … (პ.ს ფორტუნა არ ავრცელებს პერსონალურ ინფორმაციას) და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ, ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია.
დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ – ეს რიტორიკული კითხვა იყო.” – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსნებთ, დღეს “მოქალაქეების” წვერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ და მუშაობას ოფიციალურად დაიწყებენ.
“მოქალაქეები” პარლამენტში მუშაობას დღეს დაიწყებენ
დღესვე, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავი შეიკავა.