LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით წამოვა, ეს იქნება მათი დასასრულის დაჩქარება: გიგა ბოკერია

67
ბოკერია

თუ ხელისუფლება აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს, ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. – ამის შესახებ, ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება ამ სულისკვეთებით იმოქმედებს და ძალისმიერი მეთოდებით წამოვა, ამით ქვეყანა დაზარალდება, რაც მათივე დასასრულს დააჩქარებს.

”თუ ისინი ამ სულისკვეთებით იმოქმედებენ და ძალისმიერი მეთოდებით წამოვლენ, ამით ქვეყანას დააზარალებენ და თავს დაიღუპავენ. ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იქნება დაჩქარება ამ ხელისუფლების დასასრულის. სწორედ ამიტომ მოუწოდა ოპოზიციურმა სპექტრმა, საქართველოს ყველა სტრატეგიულმა მეგობარმა და სენატმა, რომ ახლა მათი ვალდებულებაა გადადგან ნაბიჯი დიალოგისკენ, ვადამდელი არჩევნებისკენ, პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტისკენ და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, სხვა დანარჩენი, მითუმეტეს შეშინებული და აგრესიული ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია”. – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები