ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატო-ს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს. მისი განმარტებით, ნატო თავდაცვითი ალიანსია, რომელიც არც რუსეთს და არც რომელიმე სხვა ქვეყანას საფრთხეს არ შეუქმნის, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას თავისი მოკავშირეები.
მისივე თქმით, ამჟამინდელი კრიზისი მხოლოდ უკრაინას არ ეხება.
თუ კრემლის მიზანია, საკუთარ საზღვრებთან ნაკლები ნატო იხილოს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს. თუ მას სურს, ნატოში განხეთქილება შეიტანოს, ის კიდევ უფრო ერთიან ალიანსს მიიღებს. ნატო თავდაცვითი ალიანსია, ჩვენ არ ვუქმნით საფრთხეს რუსეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას, მაგრამ მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა დავიცვათ ყველა ჩვენი მოკავშირე.
საუბარია იმაზე, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნებს შორის ურთიერთობა. მოსკოვი ცდილობს, წარსულში დაგვაბრუნოს და ნატოში ახალი წევრების მიღება შეაჩეროს“, – აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.