LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მაღალი ხელფასი გინდათ – ამ ქვეყნებში უნდა იმუშაოთ

2885
exec-skills-salary-intro-100743473-large

პლანეტის ერთ ადგილას ადამიანს შეუძლია დღეში იმდენი გამოიმუშავოს, რასაც მეორე ადამიანი – დედამიწის სხვა ნაწილში, მთელი თვის განმავლობაში ვერ იშოვის. ეს არის სოციალური დიფერენციაცია, რომელსაც, ცხადია, ხელფასების ოდენობა განსაზღვრავს.

ბოლო პერიოდში, ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ქვეყნების დადგენა გართულებულია რამდენიმე გარემოების გამო.  პირველ რიგში, ბევრ ქვეყანაში არ არსებობს „მინიმალური ხელფასის“ მსგავსი რამ, რის შედეგადაც ძნელია იპოვოთ ისეთი ბაზა, სადაც ხელფასების სტატისტიკაა ასახული. ამასთან, განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში, ხელფასის დადგენისას ისინი არ გამომდინარეობენ ყოველთიური ხელფასისგან – ანაზღაურება ხდება საათობრივად, სხვადასხვა ქვეყნებში კი სამუშაო საათების რაოდენობა განსხვავებულია -ამიტომ საშუალო ხელფასის დადგენა რთულია.

მიუხედავად, ამ სირთულეებისა, მაინც არსებობს მსოფლიოში ქვეყანები, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება დათვლილია და ამ მაჩვენებლით, ეს სახელმწიფოები დასაქმებულთა საოცნებო სამუშაო ადგილს წარმოადგენენ.

მაშ ასე, ქვეყნების 10-ეული, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასები ფიქსირდება, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, ასეთია:

დიდი ბრიტანეთი – თვეში -$2 781

ბელგია -$3 075

ირლანდია – $3 303

კანადა – $3 550

ფინეთი – $3 866

აშშ -$3 920

გერმანია – $4 272

ნორვეგია -$5 027

დანია – $5 741

შვეიცარია – $6 500

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები