LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ნიკა მელიას გათავისუფლებენ, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მოლაპარაკებების ფანჯარა ჯერ კიდევ დატოვებულია: ზაალ უდუმაშვილი

46
ზაალ უდუმაშვილი

“ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიიღება და დღეს უბრალოდ მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს, რაზეც მას, ალბათ, უკვე დაურეკეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ნიკა მელიას სასამართლო პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თმით, დღეს, რაიმეს პროგნოზის გაკეთება, ძალიან რთულია, თუ რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, ვინაიდან უდუმაშვილი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვა მხრიდან და სხვა ოთახში.

“მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და არა მიიღებს, იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვა მხრიდან და სხვა ოთახში.

ეს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ და დღეს უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას, ალბათ, უკვე დაურეკეს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კავშირი არ აქვს არც სასამართლოსთან და არც სამართლიანობასთან,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მოლაპარაკებების ფანჯარა ჯერ კიდევ შესაძლოა, დატოვებულია. 

მაგრამ ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ ნიკა მელიასთან ერთად, ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუაც, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მხრიდან ისიც პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური დევნილია, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

კიდევ ერთი, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ და არც ნიკა მელია თავადაც, რომ ივაჭროს საკუთარი გათავისუფლებით, ამიტომ ის მოთხოვნები, რომლებიც აქამდე იყო, ყველა მათგანი ძალაში რჩება, უბრალოდ, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება ის სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს და შეთანხმებისთვის გარკვეული ფანჯარა იყოს დატოვებული,“- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა.

გადაისინჯება თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება – სასამართო პროცესი დღეს გაიმართება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები