LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ სხვის აზრზე ხარ დამოკიდებული, ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ!“ – კარლოს სლიმის ცნობილი გამონათქვამები

5133
FORTUNA. GE (1)

ლიბანური წარმოშობის მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მეტიც, „ფორბსის“ რეიტინგით, 2010-2013 თავისი 50 მილიარდი დოლარით, „საკომუნიკაციო ინდრუსტიის მეფედ“ წოდებული სლიმი  პლანეტის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა.

fortuna.ge გთავაზობთ კარლოს სლიმის ცნობილ ბიზნესციტატებს:

  • მოწესრიგებული პირადი ცხოვრება პირველ რიგში მორალურად გაძლიერებს.
  • კომპრომისი და პასუხისმგებლობა – წარმატებული ბიზნესის მთავარი გარანტორია.
  • თუ რაიმეს გაკეთება ჩაიფიქრე, აუცილებლად სწრაფად გააკეთე.
  • ბიზნესი ჩემპიონატი არაა. არაა საჭირო კონკურენტებთან გაჯიბრება, რადგან ბიზნეში მთავარი კომპეტენტურობაა.
  • სიმდიდრეს სიმდიდრე უნდა მოჰქონდეს, სწორედ ამიტომაა საჭირო მოგების მუდმივი ინვესტირება.
  • სიღარიბე – განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
  • საერთოდ არ მაღელვებს რეპუტაცია და აბსოლუტურად არ მაინტერესებს რას „იჭორავებენ“ ჩემზე შთამომავლები 100 წლის შემდეგ.
  • ბიზნესი ხილის ბაღს ჰგავს, სადაც ნაყოფი უნდა გაუნაწილო სხვას და არა მთლიანად ხე.
  • ცხოვრების ყველაზე მსუბუქ პერიოდშიც არ ღირს გაზარმაცება, რადგან სწორედ მობილიზაციის უნარი დაგეხმარება ყველაზე რთულ პერიოდში.
  • რაც უფრო შეძლებულია ადამიანი, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ქველმოქმედებას.

ცნობილი გამონათქვამები