LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, მოვაჭრეებს სესხები გადაუვადდებათ

173
20180720174503

კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეთავაზება და დახმარება ბიზნესისთვის იყო საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება, 1500 ლარამდე ხელფასების მქონე თანმამშრომლებისთვის 750 ლარის ოდენობით.

„ჩვენ ვათავისუფლებთ ბიზნესს ამ საშემოსავლო გადასახადისგან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. წინა ტალღის პირობებში, ამ შეღავათმა დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 ადამიანს. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ტურიზმის სექტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. „ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის პერიოდში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული. ტურიზმის სექტორში, როგორც გახსოვთ, 2020 წლის განმავლობაში, 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადი იყო, ეს იყო დასაწყისში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საშემოსავლო გადასახადი რომელიც იყო გადავადებული, სრულად ჩამოეწერება,“- განაცხადა გახარიამ.

კიდევ ერთი სექტორი, რომელზეც პრემიერმა ყურადღება გაამახვილა, სავაჭრო სფეროა. მისი თქმით, სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება. „საუბარი არის არა სესხების სუბსიდირებაზე, არამედ გადავადებაზე. ამაზე ვისაუბრეთ ბანკებთან, გვაქვს კომუნიკაციის კარგი არხები როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან. ყველაფერს ავამუშავებთ, რათა კონკრეტულად ამ სფეროში ადამიანებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდეთ“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს ბიზნესისა და მოსახლეობისთვის მიზნობრივი დახმარების პორტფელი, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება.

შეგახსენებთ, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები მოქმედებს 28  ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები