თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines საერთაშორისო ავიარეისებს 18 ივნისიდან განაახლებს. 

როგორც კომპანიის პრესმდივანი იაჰია იუსთუნმა განაცხადა, პირველ ეტაპზე ავიამიმოსვლა თურქეთის 14 და ევროპის 16 ქალაქს შორის აღდგება, დროთა განმავლობაში კი სხვა მიმართულებებლი ეტაპობრივად დაემატება.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტებსა და თვითმფირნავის ბორტზე სოციალური დისტანცია და ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული.

შეგახსენებთ, თურქეთმა რეგულარული ფრენები 1 მაისს აღადგინა. პირველი რეგულარული ავიარეისი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, აეროპორტ “სტამბოლიდან” ანკარას მიმართულებით, Turkish Airlines-ის მიერ განხორციელდა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები