LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ავიაკომპანია იმ წესებს გაცნობთ, რომლებიც უსაფრთხო მოგზაურობისთვის უნდა დაიცვათ

133
EZcPcquWsAA42bV

თურქეთის ფლაგმანია ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, თვითმფრინავის ბორტზე ჰიგიენური საშუალებების კომპლექტს არიგებს, რომელშიც პირბადე და სადენზინფექციო ხელსახოცებია.

ავიაკომპანია ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადაც უსაფრთხო მოგზაურობისთვის საჭირო გაიდლაინებზეა საუბარი.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთმა რეგულარული ფრენები აღადგინა. საწყის ეტაპზე, ავიამიმოსვლა ქვეყნის შიგნით განახლდა. პირველი რეგულარული ავიარეისი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, აეროპორტსტამბოლიდანანკარას მიმართულებით, Turkish Airlines-ის მიერ განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines 10 ივნისიდან უკვე საერთაშორისო რეგულარული ფრენების განახლებასაც გეგმავს.

თურქეთმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 28 მარტიდან შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები