LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში 600-ზე მეტი ადამიანი სამშენებლო სტანდარტების დარღვევაშია ეჭვმიტანილი, 184 უკვე დაკავებულია

130
BeFunky-collage - 2023-02-26T002803.093

თურქეთში სამშენებლო სტანდარტების დარღვევაში ეჭვმიტანილი 612 ადამიანის მიმართ გამოძიება დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, თურქეთის იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სწორედ არასათანადოდ აშენებული შენობები დაინგრა.

აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 184 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები, შენობების მფლობელები და მენეჯერები.

„კრიმინალური გამოძიების ფარგლებში, შენობებში მტკიცებულებების ძებნა გრძელდება”, – განაცხადა ბოზდაგმა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ბევრი დანგრეული შენობა აშენდა არასათანადო მასალებით და სამშენებლო სტანდარტების დარღვევით.

თურქული ოპოზიცია პრეზიდენტ ერდოღანის ადმინისტრაციას სამშენებლო სტანდარტების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთი დაკავებული მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ქალაქის მერია.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g