კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა თურქეთში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. “კოვიდ 19”-ით გარდაცვლილი პაციენტი 89 წლისაა. მას ჩინეთიდან ჩამოსულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
ამ ეტაპზე, თურქეთში ვირუსის 51 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 90 აჭარბებს.