თურქეთის ოფიციალური პირების განაცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები.
მოსალოდნელია უფრო მეტი პირის დაპატიმრება. ამასთან, როგორც დასავლური მედია იუწყება, ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ეს მომხდარი კატასტროფისთვის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა, რადგან ექსპერტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ თურქეთში ბევრი ახალი შენობა უსაფრთხო არ იყო.
უცნობმა ადამიანმა მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გაიღო: CNN
28 000 დაღუპული ადამიანი – ასეთია ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემები, რომელიც თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა. ინფორმაციას თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუად ოქტაი ავრცელებს.