LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა

127
BeFunky-collage (20)

ტელეკომპანიის მიერ დღეს გაჟღერებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია, წარმოადგენს სასამართლო განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას, – ამის შესახებ პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ისაუბრა.

როგორც ბაია ცანავა “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას აცხადებს, ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს „ტვ პირველში“ შეჭრას, არის სიცრუე.

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელევიზიაში შეჭრას არის სიცრუე. არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას. ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც, მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არის არასწორი და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას”. – აცხადებს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურიერთობის სამსახურის უფროსი ბაია ცანავა.

შეგახსენებთ, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით“.

პროკურატურა “ტვ პირველისგან” კერძო საუბრების ამსახველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს.

ამავე თემაზე:

ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – მედიაკოალიცია

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს: უგულავა ტვ პირველსა და პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე: ნოდარ მელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g