LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვერელის ეკლესიას სამშენებლო კომპანიამ საძირკველი გამოაცალა – ტფილისის ჰამქარის განცხადება

514
tiflis

ტფილისის ჰამქარი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს და წერს იმის შესახებ, რომ ტვერელის ეკლესიასთან, სადაც მშენებლობის ნებართვა გაცემულია, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტვერელის ეკლესია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში და ეკლესიას, ფაქტობრივად, გამოცლილი აქვს საძირკველი.

გთავაზობთ შესაბამის განცხადებას:

„რამდენიმე დღეა, ტვერელის ეკლესიასთან მიმიდინარეობს სრულიად “კანონიერი” სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ არქიტექტურის სამსახურს პროექტი შეთანხმებული აქვს და მშენებლობის ნებართვაც გაცემულია! სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას კანონით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს, ამასთანავე, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში, რომელსაც სხვანაირად მკაცრი დაცვის ზონად მოიხსენიებენ!

ეს ე.წ. კანონიერი გადაწყვეტილება არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება!

შედეგად ვიღებთ, ისტორიული ქალაქის აღქმის გაუარესებას, საფრთხეს ვუქმნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საძირკველი ფაქტიურად გამოცლილი აქვს, ვაშენებთ სარისკო გრუნტზე და საზოგადოებას ვუტოვებთ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას!

თბილისის მერია / Tbilisi City Hall გზავნილი მიღებულია!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები