LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითდასაქმებულებს, ვინც სრულად ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 300 ლარიანი დახმარება მაინც ჩაერიცხება: პრემიერი

136
237770867

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა იმ დარჩენილ 80 000 საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარების თვალსაზრისით,”- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  ყველა თვითდასაქმებულს, ვისაც პანდემიის გამო პრობლემები შეექმნა, დახმარება სექტემბრამდე ჩაერიცხება.

„სანამ დავიწყებდეთ მოქალაქეების კრიზისში დახმარების სოციალური პროგრამის მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი კომპონენტი დღესვე დავხუროთ და ეს პროგრამა დავასრულოთ. ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და მთავრობას 250 000-მა საქართველოს მოქალაქემ მომართა.

დახმარება 170 000-მა მოქალაქემ მიიღო, ვისაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული, თუმცა სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გადავწყვიტეთ ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით, თხოვნა დაუკმაყოფილდეს და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი. ამით ეს პროგრამა დასრულდება“- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მათ მიერ ანტიკრიზისულიმა გეგმამ გაამართლა.

“დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აკონტროლებს ეპიდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კიდევ რა დაპირებები გასცა მთავრობამ:

17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს: პრემიერი

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთარშიც აუნაზღაურებს: “იმავე პრინციპით, როგორც აქამდე იყო”

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს მთავრობა 1 სემესტრის სწავლას სრულად დაუფინანსებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g