LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ტვიტერი” და ,,ნასა” პაემანზე შეთანხმდნენ – სახალისო ,,ფლირტის” დეტალები

185
twitternasa

რამოდენიმე დღის წინ ,,ტვიტერმა” ყველასთვის მოულოდნელად, საუბარი გაუბა ,,ნასას”. დიალოგს, რომლეიც ,,ტვიტერში” მიმდინარეობდა, თვალს მილიონობით მომხმარებელი ადევნებდა.

რამოდენიმე დღის წინ “ტვიტერმა” ყველასთვის მოულოდნელად, საუბარი გაუბა ,,ნასას”. დიალოგს, რომელიც ,,ტვიტერში” მიმდინარეობდა, თვალს მილიონობით მომხმარებელი ადევნებდა.
,,გღვიძავს?” – დაწერა “ტვიტერმა”, რაზეც “ნასას” პასუხმა არ დააყოვნა.
,,ჰე, “ტვიტერ”, როგორ ხარ?”
ამის შემდეგ დიალოგი გაგრძელდა.

ტვიტერი
: “დედამიწიდან გწერ.შენ როგორ ხარ?

ნასა
: “კარგად. ჩვენ გვიყვარს დედამიწა. უბრალოდ შეხედე მას”

ტვიტერი:
 “როგორი ვაი-ფაი გაქვთ მანდ? და ასევე, რომელია თქვენი საყვარელი  საჭმელი კოსმოსში?”

ნასა: “ვაი-ფაი შესანიშნავია. ზოგიერთი ჩვენი ასტრონავტი მას იყენებს დასაპოსტად. ფავორიტი საჭმელი კი ძეხვეულია” (Lunch Meat = Launch Meat, სიტყვების თამაში)

ტვიტერი:
 “ასეეეეე. და მარსი?”

ნასა:
 “ცხადია. ჩვენი მისია მარსზე პლანეტმავალის გაშვებას ივლისში გეგმავს.უყურებ ჩვენთან ერთად?”

ტვიტერი: “ეს უკვე პაემანია”
საპასუხოდ ნასა დაპოსტა გიფი გულის გამოსახულებით.
“ტვიტერის” იუზერები დიალოგს ძალიან დადებითად შეხვდნენ. ისინი ძალიან გაამხიარულა სერიოზული მიზეზის გარეშე “ტვიტერის” და “ნასას” სახალისო საუბარმა. თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში გაჩნდა ვერსია, რომ “ტვიტერმა”ამ გზით მომხმარებლებს უჩვენა როგორ მუშაობს ახალი ფუნქცია, რომელიც იუზერებს საშუალებას აძლევს აკონტროლონ, თუ ვის შეუძლია მათ ტვიტებს პასუხი გასცეს.

“გღვიძავს?” – დაწერა “ტვიტერმა”, რაზეც “ნასას” პასუხმა არ დააყოვნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები