LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თვითონ ჩავიდეს, შეხვდეს ზელენსკის და გადაიღოს “სელფი” – ღარიბაშვილს არავინ სთხოვს იომოს, მაგრამ ვინც ომობს, იმას მაინც ნუ აყენებს შეურაცხყოფას: ელისაშვილი

214
BeFunky-collage - 2022-12-05T234247.378

თვითონ ჩავიდეს, შეხვდეს ზელენსკის და გადაიღოს “სელფი”…ღარიბაშვილს არავინ სთხოვს იომოს, მაგრამ ვინც ომობს, იმას მაინც ნუ აყენებს შეურაცხყოფას, – აღნიშნულის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა და საქართველოს პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა.

ელისაშვილის თქმით, ღარიბაშვილი დაბოღმილი აქტივისტის როლიდან ოდესღაც ხომ უნდა გამოვიდეს.

„ჩავიდეს თვითონ, შეხვდეს ზელენსკის და გადაიღოს სელფი. ღარიბაშვილს არავინ სთხოვს, რომ აიღოს იარაღი, ჩავიდეს და იომოს, მაგრამ ვინც იქ ომობს, იმას მაინც ნუ აყენებს შეურაცხყოფას. დაბოღმილი აქტივისტის როლიდან ოდესღაც ხომ უნდა გამოვიდეს. მეორედ არის პრემიერ-მინისტრი, არ შეიძლება ასე ლაპარაკი. თან როგორი ფონია – ექვსი ბიჭი არის დაუმარხავი, აქედან ხუთი ისევ მტრის ხელშია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილი: ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია!.. ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუკში“ აქტიურები რომ არიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე

არჩილ ხოფერია: “გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე”