უბედური შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში. კინჩხას კანიონზე, ლომინას ტბასთან 1 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო დამთვალიერებლებს მანქანიდან გადმოსვლა და გზის ფეხით გაგრძელება მოუწიათ, ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუცურდა და გადავარდა.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.