LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უბრალოდ ჰარი დამიძახეთ“ – პრინცი ჰარი სამეფო სტატუსზე საჯაროდ უარს ამბობს

146
prnchrrrs

პრინცი ჰარი საკუთარი ტურისტული კომპანიის პრომოუშენის ფარგლებში ედინბურგში ჩაფრინდა. ეკოლოგიისა და უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ჰარიმ აქცენტი მოგზაურობისას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე გაამახვილა. სამიტზე გამოსვლისას ჰარიმ თავის სტატუსთან დაკაშირებით განცხადებაც გააკეთა: „უბრალოდ ჰარი დამიძახეთ“ – მიმართა მან დამსწრე საზოგადოებას და ამით სასექსის სამეფო სტატუსზე უარი თავადვე განაცხადა.

ცნობილია, რომ ჰარი სამეფო ვალდებულებების ფარგლებში ბოლო შეხვედრას მარტში გამართავს და სამეფო ოჯახის უფროსი წევრის სტატუსს ოფიციალურად დაემშვიდობება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები