LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდედოდ გავზარდე…მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად“ – 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებული მამის სკანდალური განცხადება

431
terjola

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

გარდაცვლილის მამამ, ფრიდონ აბჟანდაძემ ზესტაფონის სასამართლოში, პროცესზე მცირე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შვილთან „იშვიათი“ ურთიერთობა ჰქონდა.

“მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ, თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ ისეთი თქვა პროკურორმა. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს, არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი, თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ”, – განაცხადა ფრიდონ აბჟანდაძემ პროკურატურის შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ.

სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა. მას ბრალი გუშინ წაუყენეს და დღეს სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g