„მე მაინც ვფიქრობ, რომ გაერთიანებას, კონსოლიდაციას ღირებულების გარშემო აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,“ – ამის თაობაზე მსახიობმა ნინო კასრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„უკომპრომისოები უნდა ვიყოთ, ევროპული ღირებულებები არ მოვა ზემოდან. ევროპული ღირებულებები უნდა მოვიპოვოთ თვითონ.
ძალიან ამაღლებული განწყობა მაქვს, ეს ერთი ეტაპი გადაილახა, დიდი იმედი მაქვს მოვესწრები ევროკავშირში გაწევრიანებას.
ვფიქრობ ყველა უნდა გაერთიანდეს ევროპული ღირებულებების გარშემო,“ – განაცხადა ნინო კასრაძემ.