LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან ფრთხილად იყავით, ნუ გვაპირისპირებთ ერთმანეთს, დესტრუქციას ნუ თესავთ.. ქარს დასთეს, ქარიშხალს მოიმკი“ – რას ამბობს აქციაზე მყოფი ნინო კასრაძე

494
ფორტუნა - 2023-09-20T210028.602

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ა­ზე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, თუ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში მის მი­მართ შე­სა­ბა­მის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გა.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მა, ვინც ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

“ნუ გვა­პი­რის­პი­რებთ ერ­თმა­ნეთს, ნუ ან­გრევთ სფე­როს, ჩვენ ერთი სფე­რო ვართ. კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში მა­ინც ყვე­ლა ერ­თად დად­გე­ბა, როცა საქ­მე ფუნ­და­მენ­ტურ რა­მეს შე­ე­ხე­ბა, რაც არის ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბა, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იყა­ვით, ერ­თმა­ნეთს ნუ გვა­პი­რის­პი­რებთ, პი­რი­ქით, შეგ­ვი­წყვეთ ხელი, რომ საქ­მე ერ­თად ვა­კე­თოთ. დესტრუქ­ცი­ას ნუ თე­სავთ.. ქარს დასთეს, ქარიშხალს მოიმკი” – აღ­ნიშ­ნა აქ­ცი­ა­ზე მი­სულ­მა მსა­ხი­ობ­მა, ნინო კას­რა­ძემ.

სლაიდზე აქციის ფოტო: ნეტგაზეთი

 

დესტრუქციას ნუ თესავთ, ძალიან საშიშია — ნინო კასრაძე

„ნუ გვაპირისპირებთ ერთმანეთს, პირიქით ხელი შეგვიწყვეთ რომ საქმე ერთად ვაკეთოთ. დესტრუქციას ნუ თესავთ, ძალიან საშიშია,“ — ნინო კასრაძე

Posted by Formula • ფორმულა on Wednesday, September 20, 2023

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები