LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა-ევროკავშირის მომავალი სამიტი კიევში, 3 თებერვალს გაიმართება

138
Untitled design (1)

უკრაინა-ევროკავშირის მომავალი სამიტი კიევში, 3 თებერვალს გაიმართება. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულებაზე და უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე ისაუბრეს.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მიცემული ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული უზარმაზარი პროგრესი. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა უკრაინული მხარის მზადყოფნა, მალე დაასრულოს შესაბამისი სამუშაო იმისთვის, რომ უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. განიხილეს კიევში მიმდინარე წლის 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები და შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოს გააქტიურებაზე“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

magti 5g