უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
მათივე ცნობით, განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40 ქართველი მებრძოლია დაღუპული.